logo
ENG



გახარია ოპოზიციაზე:გუშინ ვნახეთ პოლიტიკური მასკარადი

22 მაი 202011:14
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში მაინც შენარჩუნდება. 

გარდა ამისა, პრემიერი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა. მან გუშინ პლენარულ სხდომაზე, სადაც ხსენებულ კანონპროექტს განიხილავდნენ, შექმნილ ვითარებას პოლიტიკური მასკარადი უწოდა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობაა და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საჭირო შეზღუდვები გაახანგრძლივოს. 

"საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა 28 იანვარს, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ იყო ინფიცირების არც ერთი შემთხვევა, შეგვიძლია, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაუქმოთ, თუმცა  მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ პანდემია საქართველოში დამარცხებულია. ის არ არის დამარცხებული არც დანარჩენ მსოფლიოში. ყოველთვის ვამბობდით, რომ მოგვიწევს 2 ფრონტზე ბრძოლა - ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ეკონომიკის აღორძინება. ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით ანუ ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით. აგერ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გუშინ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი - პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ყველა ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ამიტომ ვერავინ ხელს ვერ შეუშლის იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 00:00 საათზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება


close დახურვა