logo
ENG



გახარია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირებაზე: არ მაინტერესებს რა იყო გუშინ

17 მარ 202022:47
3 წუთის საკითხავი
clock 343
8d9t05hkc3ytwqr.jpg

გადაცემაში „ღამის კურიერი“ პრემიერმა გიორგი გახარიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა გადის მნიშვნელოვან პროცესს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სტრუქტურიზებულ სახელმწიფოდ.

გახარიას თქმით, დასავლეთის მხრიდან კრიტიკა ხანდახან უსამართლო იყო.

„პოლიტიკა პროცესია. აქ არ შეიძლება იყოს ვინმე იყოს დამარცხებული ან გამარჯვებული. პოლიტიკა არის მაქსიმალური შედეგის მიღების ხელოვნება, ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღო. ამ მოკლევადიან პროცესში ვინ დარჩა მოგებული და წაგებული, შეუძლებელია შეაფასო. მოიგო თუ არა ქართულმა ოცნებამ, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.

რაც შეეხება კრიტიკას, თუ თვლი, რომ ეს მომდინარეობს შენი პარტნიორებისგან, ამაში ცუდი არაა. თუმცა, ყველა უსამართლო კრიტიკაზე მკაცრი პასუხი გვექნება. ეს პოლიტიკაა. უაღრესად უსამართლო იყო კრიტიკა, რომ საქართველოში ბიზნეს თავისუფლების შეზღუდვები არსებობს. იყო კრიტიკის მომენტები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო და გავითვალისწინეთ. პარტნიორები იმისთვის არსებობენ, რომ რთულ პროცესში გვერდით დაგიდგნენ

პროპორციული სისტემა ჩვენი პოლიტიკური ველიდან გამომდინარე იყო მისასალმებელი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი გუნდის გარკვეული წევრების აზრით, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც გუშინ იყო, არ მაინტერესებს. უნდა ვისაუბროთ რა იქნება ხვალ. ჩვენ დღეს გვაქვს დაბალანსირებული სისტემა, რომელიც კონსესუსის შედეგად იქნა მიღწეული. საბოლოო ჯამში, ამ პროცესით საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გავდივართ პროცესს თუ როგორ უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნიდან სტრუქტურიზებულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერმა.


close დახურვა