logo
ENG



გახარიამ უნდა იცოდეს, რომ მისი ხელები სისხლიანია - აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან

27 მაი 202011:41
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. მათ აღნიშნეს, რომ გახარიასთან 20 ივნისის მოვლენების და დაუსჯელი სამართალდამცავების არსებობის შესახსენებლად მივიდნენ. ამასთან, აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყეს და ასფალტსა და რკინის ღობეებზე წითელი ხელების ნაკვალევი დატოვეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაარბია საპროტესტო აქცია, რომელიც ოკუპაციას გმობდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის შესახებ მას მუდმივად შეახსენონ და დისკომფორტი შეუქმნან.

"გახარიას უნდა ახსოვდეს რომ მან და ივანიშვილის გარემოცვამ ვერ შეძლეს და ვერ აპატიეს ქართველ ახალგაზრდებს ოკუპანტი, მკვლელი გავრილოვის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და დაღვარეს სისხლი. მათ შორის, მათ ლეტალური ტყვიები ესროლეს თქვენს თანამშრომლებს,  მედიის 37 წარმოამდგენელი დაზარალდა"-,აცხადებს აქცის მონაწილე. 

პარლამენტთან შეკრებილი ახალგაზრდები დარწუნებულები არიან, რომ გიორგი გახარიას მსგავსი ქმედება არ შერჩება და აღნიშნულს თავისი შედეგი აუცილებლად ექნება.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსის მართვის შესახებ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური პარლამენტში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.


close დახურვა