საზოგადოებრივ მაუწყებელზე პარტიულ დებატებზე დღეს, 15 ოქტომბერს სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერმინისტრობის კანდიდატთან, გიორგი ვაშაძესთან მმართველი გუნდიდან დებატებზე გიორგი გახარიას ნაცვლად, მამუკა მდინარაძე მივა. ინფორმაცია ფორმულას ქართული ოცნების პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც ოცნებაში აცხადებენ, ეს არა კონკრეტული პირების, არამედ პარტიული დებატებია.
გახარია დებატებში ვაშაძემ გამოიწვია. 7 ოქტომბერს გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული დებატები შედგებოდა. პრემიერის თქმით, მას ხშირად დებატებში წასასვლელად დრო არ აქვს და პარტია გადაწყვეტდა, თუ ვინ მიიღებდა დებატებში მონაწილეობას.