logo
ENG



გახარიას პარტიის წევრი კულტურის სამინისტროს პარტიული ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს

11 იან 202310:34
3 წუთის საკითხავი
 

გახარიას პარტიის წევრი, რუსუდან თევზაძე კულტურის სამინისტროს პარტიული ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლებაში ადანაშაულებს. თევზაძე თეატრალურ უნივერსიტეტში მუშაობდა.

თევზაძე ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამინისტრომ იძულებული გახადა დაეტოვებინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიცია. მისი განცხადებით, მინისტრმა თეა წულუკიანმა რექტორს პირადად უთხრა, რომ რუსუდან თევზაძე სამსახურიდან უნდა წასული, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის დაფინანსება არ გაიზრდებოდა. 

რუსუდან თევზაძე თანამდებობას 6 წლის განმავლობაში იკავებდა. 25 ნოემბერს თეატრალურ უნივერსიტეტს თეა წულუკიანი სტუმრობდა, სადაც განაცხადა, რომ უნივერსიტეტს რეფორმა სჭირდებოდა. 

"თეა წულუკიანმა დაიწყო მანიპულირება ბიუჯეტით მანიპულირება და ვაჭრობა. უნივერსიტეტი და უნივერსიტეტის თანამშრომლები ბიუჯეტის ხარჯზე აიყვანა მძევლად და ფაქტობრივად შეიქმნა ისეთი ჩიხი, რომ მე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება არ დამეზიანებინა უნივერსიტეტი და თანამშომლები ან ბუნებრივია, იმის სრული უფლება და შესაძლებლობა მქონდა არ დამეტოვებინა უნივერსიტეტი და დავრჩენილიყავი პოზიციაზე, გამეგრძელებინა გარკვეული ტიპის სამართლებრივი ბრძოლა კრიტიკული კომპეტენციის მქონე ადამიანებს კონკრეტულ საქმიანობაში აიძულებენ მათი პოლიტიკური პოზიციის და გემოვნების გამო დატოვონ თანამდებობა."- განაცხადა რუსუდან თევზაძემ. 


close დახურვა