logo
ENG



გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის - თბილისში აქცია გაიმართა

22 დეკ 201919:41
3 წუთის საკითხავი
 
93pf7jehx8apt26.jpg

"გახდი სანტა მიუსაფარი ცხოველებისთვის" - ამ ლოზუნგით დღეს რუსთაველის მეტროსთან საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიკედლებული ძაღლებისა და კატებისთვის საჭმელი და მედიკამენტები გროვდებოდა. 

სპეციალისტების აზრით, მიუსაფარი ძაღლებისა და კატებისადმი დამოკიდებულება დედაქალაქში უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა რეგიონებში, ამ მხრივ, კვლავ უამრავი პრობლემაა. ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებასთან ერთად, მოხალისეები ძაღლების გადარჩენის გზებზე ფიქრობენ. სწორედ ასე დაიბადა იდეა, ჩატარებულიყო ასეთი აქცია. 

იმისათვის, რომ მიუსაფარმა ცხოველებმა ზამთრის ცივი დღეები გადაიტანონ, აუცილებელია მათ საკვები და წყალი არ მოაკლდეთ. თბილისის რამდენიმე უბანში, სპეციალურად მიკედლებული ძაღლებისთვის სახლებიც კი დაიდგა. იმ ცხოველების დახმარება, რომელთაც არ გაუმართლათ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ამისათვის სულ ცოტა საკვები და თბილი დასაფენებია საჭირო.


close დახურვა