logo
ENG



გედევან ფოფხაძე: მარგველაშვილი მივიდა წარსულში და ეს პრობლემაა მისთვის

17 თებ 202023:03
3 წუთის საკითხავი
 

 

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატის“ მდივანი, გედევან ფოფხაძე გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ფაქტს გამოეხმაურა. ფოფხაძის შეფასებით მარგველაშვილი წარსულში დაბრუნდა.

ფოფხაძემ გადაცემაში ასევე გაერთიანებულ ოპოზიციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაგიდის ირგვლივ დომინანტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან.

„მე მიმაჩნია, რომ მარგველაშვილი მივიდა წარსულში იმ მაგიდაზე ეს პრობლემა არის და ყველას ვუთვლი, ვისაც უნდა პოლიტიკური მომავალი და ფიქრობს მომავალზე უნდა იფიქროს მომავალზე, მომავალი არის ქართველ ხალხთან ერთად. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქართველ ხალხს არ უნდა პოლარიზება არ უნდა არც მიშა და არც ბიძინა. მე მესმის, რომ იქ "ლელოს" წარმომადგენელი ზის, მაგრამ დომინანტი იმ მაგიდასთან არის "ნაციონალური მოძრაობა“,-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 


close დახურვა