logo
ENG



გედევან ფოფხაძე ოცნების დაშლაზე: მთავარია, რომ იდეები დაიკარგა

17 თებ 202022:56
3 წუთის საკითხავი
 

„მთავარი ლიდერების დაკარგვა არაა; მთავარია, რომ იდეები დაიკარგა" - ასე ხსნის გედევან ფოფხაძე მისი ყოფილი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების“ დაშლას. როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი განმარტავს, მმართველმა პარტიამ დაკარგა ის იდეები, რის გარშემოც გაერთიანდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალა 2012 წელს.

„ის იდეები, რომ პოლიტიკურ სისტემას წავართმევდით პოლიტიკურ ნომენკლატურას და ხალხის სამსახურში ჩავაყენებდით, დაიკარგა. მცდელობა, რომ ამ მოცემულობაში არ შესულიყო „ქართული ოცნება“, გვქონდა. 1-ლი ოქტომბერი იყო დღე, როცა უსამართლობაზე გავიმარჯვეთ. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი დარჩა სააკაშვილის იმ სისტემასთან ერთად. რომ არა ეს პოლიტიკური ტანდემი და ორპოლუსიანი მოცემულობა, „ქართულ ოცნებას“ სათქმელიც არ ექნებოდა. თუ ჩვენ წინ გვინდა წასვლა, ეს ორპოლუსიანობა უნდა დავარღვიოთ", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.


close დახურვა