პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განათლების კომიტეტიდან წასვლას მისი კოლეგები აფასებენ. როგორც კომიტეტის თავმჯომარე გენადი მარგველაშვილი ამბობს, მსგავსი გადაწყვეტილება პირადულია და არ უკავშირდება რამე სხვა მოვლენას.
"როგორც ჩანს, რამდეჯერმე კომიტეტის გაცნდენის გამო, მას დაექვითა ხელფასი რეგლამენტის მიხედვით, რაზეც მან პროტესტი გამოთქვა. თქვა, რომ მიზანმიმართული პოლიტიკაა მის მიმართ. მე ვადასტურებ იმას, რომ განათლების კომიტეტი ყველაზე კონსოლიდირებული კომიტეტია ამ მიმართულებით და არასდროს მსაგსვი პრობლემა არ წარმოშობილა",-აღნიშნა მარგველაშვილმა.