logo
ENG



გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა

24 ივნ 202610:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/24/vblvhkhtz98r5fi.png

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კახა მურადაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, მურადაშვილი მოვალეობის შესრულებას 22 ივნისიდან შეუდგა. აღნიშნულ პოსტს მანამდე ზურაბ ბელთაძე იკავებდა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილის პოზიციაზე განაგრძობს საქმიანობას.

კახა მურადაშვილს სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა დროს პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე საქმიანობდა.


close დახურვა