გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევები 5 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
ამასთან, გენშტაბის ყოველდღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციების მცდელობებს ბახმუტსა და ავდიივკაში.
"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების თავდასხმები ლუჰანსკის ოლქის ბელოგოროვკას დასახლებებში, ოპტინოეს, ბახმუტის, პობედასა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია მოხსენებაში.