logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

19 მარ 202310:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/dbg7gc6x4yht750.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა ფრონტის ამ სექტორზე 83 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი რჩება", - აცხადებს უკრაინის შეაირაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა