logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

30 ოქტ 202215:18
3 წუთის საკითხავი
clock 503
2022/10/30/09f5sb1fjfq9ak6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს იაკოვლივკას, ბახმუტის, ბახმუცკეს, ალექსანდროპილის, კამიანკას, ავდიივკას, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკასა და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 45-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა დონეცკის ოლქის სლავიანსკი და სივერსკი, ზაპოროჟიეს ოლქი და ხერსონის ოლქის ნოვოლეკსადნრივკა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 32 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 71 200 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა