უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბილოჰორივკას, კურდიუმივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკას, პერვომაისკეს, პიდჰოროდნეს, სპირნეს, სტელმახივკასა და იაკოვლივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად, ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.