უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, ნოვობახმუტივკას, ოპიტნეს, ვოდიანეს, პერვომაისკეს, ნეველსკესა და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა 4 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ზაპოროჟიეს რეგიონის სამოქალაქო ობიექტებზე. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.
გენშტაბის თქმით, მტერი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.