logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

11 დეკ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/11/5nmx6biqksvm87k.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსული ძალების თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

უწყება, ასევე, წერს, რომ ბოლო ერთ დღეში რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათი ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

ამასთან, როგორც გენშტაბი აცხადებს, რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გაძლიერდა, კერძოდ, ერთ-ერთ ქალაქში გაიზარდა პატრულირების რაოდენობა, რომლებსაც მოქალაქეები სამობილიზაციო პუნქტებში მიჰყავთ.

გენშტაბის ცნობითვე, დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს სამ სამეთაურო პუნქტსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სამ ზონას.


close დახურვა