logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

02 იან 202309:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/02/tn04pg98lwa4nsh.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 11 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს სტელმახივკას, ბელოგოროვკას, როზდოლივკას, ბილოჰორივკას, სოლედარის, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას, ოზერიანივკას, ოპიტნეს და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 51 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 44 Shahed 136. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ყველა მათგანი უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს.

გენშტაბის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 13 დარტყმა განახორციელა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა