logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

15 ოქტ 202210:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/m5aao1htcbhohgm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ბერესტოვეს, იაკოვლივკას, ბახმუცკის, ბახმუტის, ოპიტნეს, ივანჰრადის, სპირნეს, ნეველსკეს, მარიინკას, ბილოჰორივკას, ტერნის, ნოვომიხაილივკას და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. გასული დღის განმავლობაში, ხარკივის კოსტიანტინივკას, სოლედარის, ბახმუტის, ჩუმაკის, ლებედინსკის, ზაპოროჟიეს, დავიდივ ბრიდის და მირნეს ინფრასტრუქტურა დაზარალდა, დაშავდნენ სამოქალაქო პირები," -განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30-მდე დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 64 700 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა