logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

28 ოქტ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/armhlsgl3mlulqc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ანდრიივკასა და ბილოჰორივკას დასახლებებში, ასევე დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბახმუცკეს, ვრემივკას, ზელენოპილიას, სოლედარის, მაიორსკის, მარინკას, ნეველსკეს, ნოვობახმუტივკას, პერვომაისკეს და იაკოვლივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 1 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად ხერსონის ოლქის ბილოჰირკას, ნოვა კამიანკას, ნოვოჰრედნევეს, ზაპოროჟიეს ოლქის სტეპოვეს და დონეცკის ოლქის მარინკასა და პავლივკას დასახლებები დაზიანდა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 29 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 69 700 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა