logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

11 ნოე 202210:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/kye9h7xml34kys2.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, მიასოჟარივკას, მაკიივკას, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის ვესელეს, სოლედარის, ბახმუტის, ანდრიივკას, კრასნოჰორივკას, ოპიტნეს, პერვომაისკეს, ნეველსკეს, მარინკას და პავლივკას დასახლებულ პუნქტებში", - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 1 სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 20-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის რეგიონები.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 10 დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაშავდა რუსეთის სამხედრო პერსონალი. ამასთან, განადგურდა იარაღი და სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა.


close დახურვა