logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 4 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

10 ოქტ 202210:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/10/d9yl6g0r73rq8k1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 4 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ოზარიანივკას, კამიანკას, პერვომაისკეს და ნეველსკეს დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. მაგალითად, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა განახორციელეს," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალების მხრიდან 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. მათ შორისაა ზაპოროჟიე, სლავიანსკი, ნოვობახმუტივკა, სივერსკი, ბილოჰორივკა, ნიკოპოლი და ბლაჰოდატივკა.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღე-ღამეში რუსული ძალების წინააღმდეგ 24 დარტყმა განახორციელა.


close დახურვა