logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 5 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

27 ნოე 202218:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/27/d1haozpbnplhgb1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 5 დასახლე3ბულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, დონეცკის ოლქის ბილოგორივკას, მარინკას, ვერხნიოკამიანსკესა და სპირნეს დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრის სამოქალაქო ობიექტებს 2 სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ სამხედრო პერსონალმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 87 310 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა