logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

18 ოქტ 202210:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/60u4yhdnvv7vn1w.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ორი რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის რეგიონის ბერესტოვოს დასახლებაში და დონეცკის რეგიონის ბახმუტსკოეს, ივანჰრადის, კლიშივკას, პერვომაისკესა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში.

მტერმა 35-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. კერძოდ, კიევს, ოდესას, მიკოლაივის ოლქებს. ასევე დონეცკის ოლქში ბილოჰორივკას, ტერნის, კრასნოჰორივკას, მარინკას და ხერსონის ოლქში ნოვა კამიანკასა და ბილოჰირკას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 850 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა