უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, სპირნეს, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, ვოდიანესა და პავლოვკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 28 საჰაერო დარტყმა დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 30-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონები.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 74 840 ჯარისკაცი დაკარგა.