logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

05 თებ 202310:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/05/cxe198b4dc5mhgq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

გემშტაბიც განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსების თავდასხმები შეაჩერეს ლუგანსკის ოლქის კრემინას და შიპილივკას დასახლებებში, ასევე, დონეცკის ოლქში ვერხნეკამენსკოეს, ბლაგოდატნეს, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს და კლიშჩიივკას რაიონებში.

გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო სისტემებიდან 61 შეტევა განახორციელეს, მათ შორის დაარტყეს ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. გარდა ამისა, უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია.


close დახურვა