უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 დეკემბერს თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის 17 დასახლებულ პუნტქში მოიგერიეს.
უწყების ცნობითვე, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 30-ზე მეტი შეტევა სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებზე საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.
მათი თქმით, ხარკოვის ოლქისა და დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებაში რაკეტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა. გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ არსებობს ოკუპანტების სარაკეტო დარტყმის საფრთხე ენერგეტიკული სისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
გენშტაბის ინფორმაციით, ვოლინისა და პოლისკის მიმართულებით ვითარება კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე - რუსეთის შემტევი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ამასთან, უწყება წერს, რომ ოკუპანტებმა სივერსკის მიმართულებით დაბომბა სუმის რაიონის სოფიჩისა და ტიმოფიივკას დასახლებები.