უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბაჰმუტის მიმართულებით იერიშს აგრძელებენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათ მოგერიებას ახერხებენ.
გენშტაბის თქმით, ამ დროისთვის არსებობს საშიშროება ბელარუსის საჰაერო სივრციდან მეტოქეებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელონ.
ასევე, ოკუპანტებმა ჩერნიჰივისა და სუმის ოლქებში უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. მათ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გარკვეული ტერიტორიები კონტროლის ქვეშ აქვთ.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.