logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელებმა პოპასნიში ოკუპანტების შეტევა შეაჩერეს, სლავიანსკში შტურმი მოიგერიეს

11 ივნ 202221:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/11/q5uli3yffx4g0zx.png

გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა სევეროდონეცკში რუსი ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს.

"სევეროდონეცკის მიმართულებით რუსები ცეცხლს უხსნიან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს ხდება სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში, მეტელკინოში, უსტინოვკასა და ტოშკოვკაში. უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ რუსებს შტურმს. გარდა ამისა, სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს შტურმი მეტელკინოს რაიონშიც. ოკუპანტებმა უკან დაიხიეს", - წერია გენშტაბის ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გენშტაბში ამბობენ, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსების იერიში სლავიანსკის მიმართულებითაც მოიგერიეს.

"სლავიანსკის მიმართულებით მეტოქე ახორციელებდა სისტემატურ საარტილერიო სროლას. უკრაინელმა სამხედროება წარმატებით მოიგერიეს მტრის შტურმი შემდეგ რაიონებში: ბრაჯკოვი, დოლინა და ვერნოპოლიე. ოკუპანტებმა უკან დაიხიეს", - აცხადებენ გენშტაბში.


close დახურვა