logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა 10 მიმართულებით რუსი ოკუპანტების იერიში მოიგერიეს

06 ოქტ 202220:26
3 წუთის საკითხავი
clock 479
2022/10/06/1h2vimgcf21f0r1.png

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 10 მიმართულებით რუსი ოკუპანტების იერიში მოიგერიეს, ასევე 11 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

ბოლო 24 საათში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების იერში შემდეგი მიმართულებებით: სოლედარი, იაკოვლევკა, ოდრადოვკა, ზაიცევო, მახმუტი, კრასნოგოროვკა, პობედა, ბოდიანოე და ლუბომიროვკა.

"დადასტურებულია ერთი ძირითადი პუნქტის დაზიანება, 5 რაიონის დაბომბვა, სადაც განლაგებული იყო სამხედრო ტექნიკა, ასევე დაზიანდა 5 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს 5 უპილოტო საფრენი აპარატი. რაკეტების და არტილერიის მეშვეობით, ბოლო 24 საათში თავს დაესხნენ 19 რაიონს, სადაც რუსი ჯარისკაცები იყვნენ მობილიზებული, განადგურდა სამხედრო ტექნიკის 2 საწყობი", - ამბობენ გენშტაბში.


close დახურვა