უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა რუსი ოკუპანტების იერიში ხარკივის, სლავიანსკის, ბახმუტის, ავდეევკას და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით მოიგერიეს.
როგორც გენშტაბის განცხადებაშია ნათქვამი, ვოლინსკის და პოლესკოს მიმართულებებით სარაკეტო თავდასხმის საშიშროება რჩება, რომელიც შესაძლოა ბელარუსის ტერიტორიიდან განხორციელდეს.
სევერსკის მიმართულებით ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე რაიონს. თავდასხმები განხორციელდა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზეც.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტლოვილად იქცა.