logo
ENG



გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების იერიში რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს

28 აგვ 202220:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/8198xtv0q7xzmz5.jpg

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა რუსი ოკუპანტების იერიში რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს. საუბარია ხერსონის, ხარკივის ნაწილის, ზაპოროჟიეს და მიკოლაევის ოლქის მიმართულებებზე.

"ოკუპანტები ცდილობენ დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარონ, ასევე შეინარჩუნონ ხერსონი, ხარკივის ნაწილი, ზაპოროჟიე და მიკოლაევის ოლქი. მტერი ცდილობს პოზიციების გამყარებას, თუმცა უკრაინელი სამხედროები მას წინააღმდეგობას უწევენ. ოკუპანტები ცდილობდნენ ასევე ბოგოროდიჩნის რაიონში წინ წაწევას, თუმცა უკრაინულმა მხარემ იერიში მოიგერია და რუსებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. ასევე იერიში მოიგერიეს ბახმუტის მიმართულებით და ოკუპანტებს პოზიციების დათმობა მოუწიათ", - ამბობენ გენშტაბში.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტლოვილად იქცა. 


close დახურვა