logo
ENG



გენშტაბის ცნობით, დღეს უკრაინის ძალებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლების გარშემო მოიგერიეს

03 სექ 202221:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/qrey4wd4gorl5j8.jpg
UNIAN

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღეს უკრაინამ  მტრის თავდასხმები 7 დასახლების გარშემო მოიგერია.

„თავდაცვითი ძალების დანაყოფები ინარჩუნებენ პოზიციებს და მტერს არ აძლევენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრის შესაძლებლობას. თავდაცვითი ძალებმა მოახერხეს მტრის თავდასხმების წარმატებით მოგერიება დოლინას, სოლედარის, ნოვოკახმუტოვკას, კოდემას, ზაიცევოს, ავდეევკასა და მარინკას დასახლებების ტერიტორიებზე“ - აცხადებს გენშტაბი.

უკრაინის ძალების ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ დონეცკისა და იუჟნობუგსკის მიმართულებით 5-ზე მეტი რაკეტა ისროლა, რის შედეგადაც ოკუპანტების სამხედრო ტექნიკა და თავდაცვის აღჭურვილობა განადგურდა და დაიღუპა არაერთი რუსი სამხედრო.

გენშტაბის ცნობით, უკრაინა განაგრძობს კონტრშეტევებს, რითაც მტრის სარდლობას, საკონტროლო სისტემებსა და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ხელს უშლის.

„სამი საკონტროლო პუნქტი დამარცხდა. მტრის პერსონალის საცხოვრებელი შენობა განადგურდა. შესაბამისად, რუსული სპეციალური ძალების რაზმი მოხვდა დაზიანებულ ზონაში. დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“ - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ომში დაახლოებით 49 050 სამხედრო დაკარგა.

 

close დახურვა