logo
ENG



გენშტაბის ცნობით, უკრაინამ Ka-52-ის ტიპის რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო

12 ივნ 202320:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/ju433ac58hiv3fo.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტების Ka-52 ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს, თუმცა დამატებით დეტალები არ ვრცელდება.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის კიდევ ერთი ძვირადღირებული თავდასხმის ვერტმფრენი Ka-52, რომელიც ცნობილია როგორც "ალიგატორი", - აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.

ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 216 180 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა, მათ შორის 3931 ტანკი, 7636 ჯავშანტექნიკა, 3746 საარტილერიო სისტემა, 601 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 362 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა.


close დახურვა