logo
ENG



გენშტაბის ცნობით, ღამით უკრაინელებმა ოკუპანტების 6 დრონი ჩამოაგდეს და 70 თავდასხმა მოიგერიეს

01 აპრ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/01/4pwypumt2766nju.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული შაჰედის 6 დრონი ჩამოაგდეს და 70 თავდასხმა მოიგერიეს.

გენშტაბი წერს, რომ 31 მარტს რუსებმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. საჰაერო იერიშებისთვის გამოიყენეს ირანული წარმოების 6 შაჰედ-136, თუმცა უკრაინელმა დამცველებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.

"მტერი თავისი ძირითადი ძალების კონცენტრირებას აგრძელებს ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით შეტევითი მოქმედებების განსახორციელებლად. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფების ორგანიზებული და კოორდინირებული მოქმედებების, ასევე, თითოეული დამცველის ინდივიდუალური სიმამაცის წყალობით, აღნიშნული მიმართულებებით მტრის 70 თავდასხმა მოვიგერიეთ", - აღნიშნავენ გენშტაბში.

უწყების ცნობითვე, ბრძოლები გრძელდება ბილოგორივკას, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებების მიმართულებით. მათივე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 5 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე, დაბომბეს ბარანივკას, ჩერნიჰივის ოლქის დასახლებები.


close დახურვა