logo
ENG



გეორგე: მალე ევროპარლამენტში განვიხილავთ საქართველოში მოვლენებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას

11 მარ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/11/ff2e0wz0pdndyp0.jpg

ევროპარლამენტარის ვლად გეორგეს ცნობით, მომავალ კვირაში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოსადმი მხარდაჭერის გზებს განიხილავენ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა ისაუბრა.

გეორგეს თქმით, ევროპულ სტრუქტურებს საქართველო არ დავიწყებიათ და მისი აზრით, ახლა ევროკავშირმა საქართველოს მეტი მხარდაჭერა უნდა აჩვენოს. გეორგეს თქმით, ევროპარლამენტარებთან ერთად საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ ამ მხარდაჭერას "პოლიტიკურ დეკლარაციებში ასახავენ".

„საქართველო არ დავიწყებიათ, როგორც ვთქვით ისტორიული მიზეზებით, ის რომ საქართველო დაავიწყდათ ეს არ არის მართალი ევროპარლამენტში და ევროკომისიაში ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ის, რაც ხდება საქართველოში ისევ საქართველოზე ყურადღების მიქცევის მექანიზმია - ევროკავშირი კვლავ უყურებს და საუბრობს საქართველოზე დარწმუნებული ვარ, შემდეგ კვირაში ევროპარლამენტში, სტრასბურგში გაიმართება პლენარული სესია და პლენარულ სესიაზე განვიხილავთ იმას, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში და იმ მხარდაჭერას რაც უნდა ვანახოთ  თქვენს მოქალაქეებს. იმიტომ, რომ მე ძლიერი შეგრძნება მაქვს, რომ უნდა ვანახოთ მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მისი მოქალაქეების მიმართ - ახლა სჭირდებათ ყველაზე მეტად ეს მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემი კოლეგა ევროპარლამენტში იმავეს ფიქრობს და თქვენ ამას იხილავთ პოლიტიკურ დეკლარაციებში“ - განაცხადა ვლად გეორგემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს დაუწესოს სანქციები, გეორგემ განაცხადა, რომ არ აქვს პასუხი კონკრეტული ინდივიდების სანქცირების შესახებ, რადგან ეს ევროკომისიის გადასაწყვეტია, თუმცა, ვინც კი ეხმარება რუსეთს და რუსეთის აგრესიას ისინი "უეჭველად მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში".

"სანქციები მუშაობს. ამიტომაა რუსეთი გაცოფებული... ვინც კი ეხმარება რუსეთის სახელმწიფოს, რუსეთის აგრესიას ნებისმიერი გზით და თუ ევროკომისიამ დაინახა გონივრული კავშირი ამ პიროვნებასა და ამგვარ ქმედებებს შორის, ისინი უეჭველად მოხვდებიან სანქციების სიაში, შემდეგ კი მოხდება მათი აქტივების გაყინვა და კონფისკაცია" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.


close დახურვა