logo
ENG



გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება

22 ნოე 202216:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/22/ob1hgvi5jlavz0y.jpg

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის ემზადება.

"რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმაა, რომ 500 000-იდან 700 000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300 000 სამხედრო - უკვე მოკლული, დაჭრილი ან დემორალიზებულია. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში", - წერს გერაშენკო Twitter-ზე.

31 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალური განკარგულება არ მიუღიათ, რადგან როგორც დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "საჭირო არ იყო".

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის ცნობით, სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებოდნენ რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

4 ნოემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია, თუმცა მეორე დღეს ომის კვლევის ინსტიტუტმა დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინი იტყუება, რუსეთში მობილიზაციამ მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობითმიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს, რუსეთი კვლავ ემზადება ფარული მობილიზაციისთვის, რაც მათი შეფასებით, კიდევ უფრო დააზიანებს უკრაინის ფრონტზე რუსული ჯარების გადაყვანის საერთო ხარისხს.


close დახურვა