გერმანიის ჰესეს რეგიონის ფინანსთა მინისტრი ტომას სხეფერი გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
პოლიციამ პოლიტიკოსის ცხედარი ვაისბადენთან, მატარებლის ლიანდაგებზე იპოვა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მინისტრმა თავი მოიკლა.
აღსანიშნავია, რომ მრავლობითი დაზიანების გამო, პოლიტიკოსის ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
კიდევ ერთი გერმანული მედიის ცნობით, 54 წლის სხეფერმა გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, რომელშიც სუიციდის მიზეზებზე საუბრობდა. მინისტრი საზოგადოებაში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ჩანდა. მისი მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება იყო.
ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ პოლიციაში, თუმცა არც სხვა დეტალებზე საუბრობენ.