გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ გერმანია მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.
შტეფენ ჰებეშტრაიტის თქმით, ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა აღნიშნული როლის მორგებასთან დაკავშირებით "ზოგადი მზადყოფნა" გამოთქვა.
ამასთან, ჰებერშრაიტმა განაცხადა, რომ არ სურს სპეკულირება იმის შესახებ, გარანტორის როლი მოიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.
29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა.
"უკრაინის უსაფრთხოების გარანტი შეიძლება გახდნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ისინი იმოქმედებენ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში, მათ შორის, შეძლებენ ცის დახურვას უკრაინის მოთხოვნით", - თქვა დავით არახამიამ.