logo
ENG



გერმანია რუსეთთვის ევროკავშირის 18-ე სანქციების პაკეტის მიღებას მიმდინარე კვირაში ელოდება

30 ივნ 202515:54
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/30/ez7w8mhuceqegrt.png

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების 18-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში დამტკიცდება. ამის შესახებ ბერლინში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

„საკითხი ამჟამად განიხილება ელჩების დონეზე და კვლავ განხილვის საგანი გახდება მას შემდეგ, რაც ევროკომისია სლოვაკეთს ეწვევა კვირის ბოლომდე,“ – აღნიშნა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

ევროკომისიამ 10 ივნისს რუსეთზე ახალი სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს მოსკოვის ენერგეტიკულ შემოსავლებზე, საბანკო სექტორსა და სამხედრო მრეწველობაზე ზეწოლა მოახდინოს.

ეს იქნება ევროკავშირის რიგით 18-ე სანქციური მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ მზადდება.


close დახურვა