logo
ENG



გერმანია უკრაინას 770 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

11 ივლ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/7npmlg2akbchhof.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინას 770 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

პისტორიუსის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჭურვებს, საბრძოლო თვითმფრინავებს, ტყვიებსა და ვაზნებს.

ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დახმარების პაკეტში შედის 2 Patriot-ის სისტემა, 40 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 25 Leopard-ის ტანკი და LUNA-ს სადაზვერვო დრონის სისტემა.

"ამით ჩვენ გვსურს, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის გამძლეობის გაძლიერებაში", - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.


close დახურვა