logo
ENG



გერმანიაში, სათვალეების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

29 თებ 202409:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/b8tdfml9fu3776b.jpg

გერმანიაში, სათვალეებისა და აფთიაქიდან 50 ევროს პროდუქციის ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, 33 წლის კაცმა თანამზრახველთან ერთად ჯერ ოპტიკის მაღაზია გაქურდა, საიდანაც რამდენიმე აწეული ევროს ღირებულების სათვალე მოიპარა, მოგვიანებით კი აფთიაქიდან 50 ევროს ღირებულების პროდუქციის გატანა სცადა. საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც აფთიაქში უსაფრთხოების სისტემა ამოქმედდა - მან უკანა შესასვლელიდან გაქცევა სცადა.

პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დააკავა, თუმცა 42 წლის კაცი, რომელიც მისი თანამზრახველი იყო, ადგილიდან მიიმალა. დაკავებულის ჩხრეკისას პოლიციამ ცივი იარაღი - დანა ამოიღო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა