logo
ENG



გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან

15 ივნ 202202:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/15/mv9usp6n1pij7fk.jpg

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის" - გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები 20 ივნისის აქციას უერთდებიან.

სოციალურ ქსელში გაკეთებულია ღონისძიება, სადაც მითითებულია, რომ აქცია გერმანიის ფედერალურ კანცელარიასთან გაიმართება.

"ყველანი 20 ივნისის აქციაზე! საქართველოს ან ექნება მომავალი და ეს მომავალი იქნება ევროპული, ან არ ექნება არანაირი მომავალი. საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეთა სრული უმრავლესობა საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბედი პირდაპირ არის დაკავშირებული მის ევროპულ მომავალთან.

ვითხოვთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", - აღნიშნულია ღონისძიების ტექსტში.

20 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ სირცხვილიას აქცია დაიწყება. 

შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.


close დახურვა