logo
ENG



გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

10 იან 202400:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/10/85zn13b0rtk3syg.jpg

გერმანიაში, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კონსტანსის ტბის რაიონში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, ხოლო მესამემ გაქცევა მოახერხა.

მათივე ინფორმაციით, მძარცველები 31-დან 34 წლამდე ასაკის ქართველები არიან, რომლებიც სამართალდამცავებმა მორიგი ქურდობისას დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, სამმა ქართველმა 9 სახლი გაქურდა და მიყენებულმა ზარალმა, საერთო ჯამში, 20 000 ევროზე მეტი შეადგინა.


close დახურვა