გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ახალი წევრის მიღების პროცესი უნდა გამარტივდეს. ამის შესახებ კანცლერმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, საჭიროა პროცესების გათანამედროვება, რადგან მომავალში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობით შეუძლებელი იქნება.
„დროა არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნები არამედ ევროკავშირიც მოემზადოს კლუბის გაფართოებისთვის.
ეს რომ მოხდეს საჭიროა, მისი სტრუქტურები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები გათანამედროვეს. იმ ყველაფრის გადაწყვეტა, რაც დღეს ერთსულოვანი ხმებით ხდება, მომავალში მათი ერთსულოვნად გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება.“ - განაცხადა შოლცმა
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე ამ საკითხს დააყენებს.
ევროკავშირის 27 ქვეყანა ამ კვირაში დაგეგმილ სამიტზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს საჭიროა, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ევროპულ საბჭოში ამ საკითხს მხარი დაუჭიროს.
17 ივნისს ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა სტატუსი მინიჭებას უკრაინასა და მოლდოვასთვის. რაც შეეხება საქართველოს, კომისია სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.