logo
ENG



გერმანიის პრეზიდენტის შემდეგ ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება

31 აგვ 202320:02
3 წუთის საკითხავი
 
გერმანიის პრეზიდენტის შემდეგ ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 1-ელ ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება.

ევროპაში ვიზიტისა და ლიდერებთან შეხვედრის გამო ზურაბიშვილს ქართული ოცნება აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას მთავრობის თანხმობა არ აქვს, შესაბამისად, კონსტიტუციას არღვევს.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო.


close დახურვა