გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, "განზრახ" არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე აპროტესტებს სიტყვის თავისუფლების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ", - აღნიშნულია ტვიტში.
Thousands in #Georgia protest every night for free speech and a vibrant civil society. #EU candidate status represents a historical opportunity. The Georgian government has a responsibility not to willfully obstruct the country’s path to a European future.
ქართული ოცნება გეგმავს, მიიღოს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლად გამოაცხადებს ყველა ორგანიზაციას, რომლის წლიური შემოსავლის 20% უცხოური დაფინანსებაა და ეს გრანტების მიმღებ ყველა ორგანიზაციას ეხება.
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
დასავლელი პარტნიორები მმართველ პარტიას აფრთხილებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და შეიძლება დამაბრკოლებელიც კი იყო მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.