logo
ENG



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხარკივში ჩავიდა

10 იან 202321:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/c0l9iqrxjkcd6tr.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში, ხარკივში ჩავიდა.

ბერბოკი პირველი გერმანელი ოფიციალური პირია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. გარდა ამისა, ის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ ხარკივში ჩავიდა.

ბერბოკის ვიზიტი უკრაინაში გასაიდუმლოებული იყო. მას თან ახლდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და გერმანიაში უკრაინის ელჩი ოლექსი მაკეევი.

"ეს ქალაქი არის უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟის სიმბოლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ დავკარგოთ უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახში, ამ ზამთრის ომშიც", - განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს. 


close დახურვა