logo
ENG



გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰამასს მძევლების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს

13 ოქტ 202319:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/9xn51480jgxxmkf.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს მძევლების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ მან ისრაელში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

"გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო ხალხი, გაათავისუფლეთ ეს უდანაშაულო პატარა გოგოები. ეს ეხება ბავშვებს, დედებს, მამებს, ბებიებს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში დღეს ჩავიდნენ. მანამდე, ისრაელში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და პენტაგონის ხელმძღვანელი, ლოიდ ოსტინი ჩავიდნენ. გუშინ კი ისრაელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია.

ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა