logo
ENG



გერმანიის საგარეოს მინისტრი: ვმუშაობთ, რათა უკრაინამ თანამედროვე იარაღი მიიღოს

10 მაი 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/fgxvlzp0q0oliug.jpg
Valentyn Ogirenko/Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ, რათა უკრაინამ ყველაზე თანამედროვე იარაღი მიიღოს.

"ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას სამხედრო თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რაც უკვე მივაწოდეთ, რამდენიმე დღეში დავიწყებთ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, ვასწავლით თვითმავალი ჰაუბიცების გამოყენებას. ვმუშაობთ გერმანელ მწარმოებლებთან, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაზე თანამედროვე იარაღი და შეძლოს საკუთარი ქალაქების დაცვა შემდგომი თავდასხმებისგან", - თქვა ბერბოკმა კიევში პრესკონფერენციის დროს.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვითმოტყუების მსხვერპლი გახდა.

"მას სჯეროდა, რომ ჩვენი ევროპული ღირებულებები - თავისუფლება და ჰუმანურობა, გვაქცევს სუსტებად. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ სინამდვილეში პირიქითაა. თავისუფლების სურვილი გაძლიერებს", - თქვა ბერბოკმა.

6 მაისს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინმა მიაღწია შეთანხმებას და უკრაინას მეტ მძიმე იარაღს გაუგზავნის, რაც მოიცავს 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitse 2 000).


close დახურვა