გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი ამბობს, რომ მისი ქვეყანა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებული აღარაა. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
ლინდნერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია მოახდინა. ბერლინმა ენერგომატარებლების იმპორტის ახალი წყარო იპოვა.
"დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგომატარებლების იმპორტზე, მაგრამ დღეს უკვე არა რუსეთიდან, არამედ მსოფლიო ბაზრებიდან იმპორტზე", - თქვა მან.
წარსულში გერმანიას რუსეთიდან მოხმარებული გაზის ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი შემოჰქონდა. რუსეთმა ქვეყანაში ნავთობის მიწოდება აგვისტოში შეწყვიტა, გერმანიამ კი რუსული ნავთობის იმპორტი ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა.
ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებაში ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, შეაჩერა გერმანიის სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა სიმძლავრე ბუნებრივი აირის შენახვისთვის, რომელიც იმპორტირებულია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია და აშშ.